Nokia 2680 slide - ინფორმაცია სერთიფიცირების შესახებ (SAR)

background image

ინფორმაცია სერთიფიცირების შესახებ (SAR)

ეს მობილური მოწყობილობა აკმაყოფილებს რადიოტალღებისათვის

გათვალისწინებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.
თქვენი მობილური აპარატი გზავნის და უშვებს რადიოტალღებს. იგი ისეა

დაპროექტებული, რომ არ აჭარბებს საერთარიშო ნორმებით

გათვალისწინებული რადიოტალღების დასაშვებ ნორმებს. წინამდებარე

სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავა დამოუკიდებელმა სამეცნიერო

ორგანიზაციამ ICNIRP და მასში მითითებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა

უზრუნველყოფილი იყოს ყველა ადამიანის დაცვა, განურჩევლად ასაკისა და

ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
მობილური მოწყობილობებისთვის მოცემულ სახელმძღვანელო პრინციპებში

გამოყენებულია საზომი ერთეული, რომელიც ცნობილია როგორც შთანთქმის

კუთრი კოეფიციენტი, ან SAR. SAR-ის დასაშვები ზღვრული მნიშვნელობა,

ICNIRP სახელმძღვანელოს მიხედვით, შეადგენს 2,0 ვატს/კილოგრამზე (ვატი/

კგ), საშუალოდ 10 გრამ ქსოვილზე მეტი წონებისთვის. SAR-ის დასადგენი

ტესტები ჩატარდა სტანდარტულ სამუშაო რეჟიმში, როდესაც მოწყობილობის

გადაცემის სიმძლავრე დასაშვები ნორმის მაქსიმუმს შეადგენდა ყველა

ტესტირებულ რადიოსიხშირულ უბანში. მომუშავე აპარატის SAR-ის

ფაქტობრივი დონე შეიძლება იყოს მაქსიმალურ მნიშვნელობაზე ნაკლები,

რადგან მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ ისეთი სიმძლავრის

გამოსაყენებლად, რაც საჭიროა ქსელში ჩასართავად. ეს სიდიდე იზრდება

მთელი რიგი ფაქტორების მიხედვით, მაგალითად, ქსელის საბაზო

სადგურთან სიახლოვის შესაბამისად. SAR სიდიდის უდიდესი მნიშვნელობა,

ICNIRP სახელმძღვანელოს მიხედვით, აპარატის ყურზე მიდებით გამოყენების

შემთხვევაში არის 0,6 ვატი/კგ.
მოწყობილობის აქსესუარების და დამატებების გამოყენების დროს შეიძლება

შეიცვალოს SAR-ს მნიშვნელობა. SAR-ს მნიშვნელობა ვარირებს ქვეყანაში

დადგენილი და შემოწმებული მოთხოვნებისა და ქსელის რადიოსიხშირული

ჯგუფის შესაბამისად. SAR-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის

იხილეთ პროდუქტის მონაცემები შემდეგ მისამართზე: www.nokia.com.

დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

39

7