Nokia 2680 slide - ტრანსპორტი

background image

ტრანსპორტი

სატრანსპორტო საშუალებებში რადიოსიხშირულმა სიგნალებმა შეიძლება

იმოქმედოს არასწორედ დამონტაჟებულ ან არაადექვატურად დაცულ

ელექტროსისტემებზე, როგორიცაა ძრავაში საწვავის შეფრქვევის

ელექტრონული სისტემები, მოცურების საწინააღმდეგო (ბლოკირების

საწინააღმდეგო) სამუხრუჭე ელექტრონული სისტემები, სიჩქარის

კონტროლოს ელექტრონული სისტემები და საჰაერო ბალიშების სისტემები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენი სატრანსპორტო

საშუალების ან ნებისმიერი დამატებითი აღჭურვილობის მწარმოებელს, ან მის

წარმომადგენელს.
მხოლოდ კვალიფიცირებული პერსონალი უნდა მოემსახუროს მოწყობილობას,

ან დაამონტაჟოს მოწყობილობა სატრანსპორტო საშუალებაში. არასწორი

დამონტაჟებით ან მომსახურებით შეიძლება შეიქმნას საფრთხე და გაუქმდეს

მოწყობილობასთან დაკავშირებული რაიმე გარანტია. ყოველთვის შეამოწმეთ,

რომ თქვენი უკაბელო მოწყობილობის აღჭურვილობა თქვენს მანქანაში თავის

ადგილზეა და გამართულად მუშაობს. არ შეინახოთ ან ატაროთ აალებადი

სითხეები, გაზები, ან ასაფეთქებელი მასალები იმავე განყოფილებაში, სადაც

გიდევთ აპარატი, მისი ნაწილები ან დამატებები. საჰაერო ბალიშებით

აღჭურვილი მანქანების შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ საჰაერო ბალიშები

დიდი სიმძლავრით იბერება. არ მოათავსოთ საგნები, მათ შორის,

დამონტაჟებული თუ პორტატული უკაბელო მოწყობილობა საჰაერო ბალიშის

ზემოთ, ან საჰაერო ბალიშის გაშლის ზონაში. ტრანსპორტის შიგნით

მოსათავსებელი უკაბელო აღჭურვილობის არასწორედ დამონტაჟებისა და

საჰაერო ბალიშის გაბერვის შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული

დაზიანება.
აკრძალულია მოწყობილობის გამოყენება თვითმფრინავში ფრენის დროს.

გამორთეთ აპარატი თვითმფრინავში ჩაჯდომამდე. უკაბელო

ტელემოწყობილობის გამოყენებამ საჰაერო ხომალდში შეიძლება ხელი

შეუშალოს თვითმფრინავის მართვას, დააზიანოს უკაბელო სატელეფონო

ქსელი და ჩაითვალოს უკანონო ქმედებად.