Nokia 2680 slide - ქსელის მომსახურებები

background image

ქსელის მომსახურებები

ტელეფონის გამოსაყენებლად უნდა ისარგებლოთ მობილურის სერვისის

პროვაიდერის მომსახურებით. ასეთი მომსახურებების უმეტესობას სჭირდება

ქსელის სპეციალური მახასიათებლები. ეს მახასიათებლები შეიძლება არ

ჰქონდეს ყველა ქსელს; სხვა ქსელში ჩასართავად შეიძლება დაგჭირდეთ

სპეციალური შეთანხმების მიღწევა თქვენი სერვისის პროვაიდერთან, სანამ

შეძლებდეთ ქსელის მომსახურების გამოყენებას. თქვენი მომსახურების

პროვაიდერი მოგცემთ ინსტრუქციას და აგიხსნით, თუ რა ფასები შეგეხებათ.

ზოგიერთ ქსელს შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვები, რამაც შეიძლება გავლენა

იქონიოს თქვენს მიერ ქსელის გამოყენების ფორმაზე. მაგალითად, ზოგიერთ

ქსელს შეიძლება არ ჰქონდეს ენობრივი ელემენტები და მომსახურებები.

© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

7

background image

თქვენი სერვისის პროვაიდერმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ ზოგიერთი

ფუნქცია გამორთოთ ან არ ჩართოთ თქვენს მოწყობილობაში. ამ შემთხვევაში,

ეს ფუნქციები არ გამოჩნდება თქვენი მოწყობილობის მენიუში. თქვენს

მოწყობილობას შეიძლება ასევე ჰქონდეს სპეციალური კონფიგურაცია,

როგორიცაა განსხვავებული მენიუს სახელწოდებები, მენიუს

თანმიმდევრობები და პიქტოგრამები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.
ამ მოწყობილობას აქვს WAP 2.0 პროტოკოლების (HTTP და SSL) მხარდაჭერა,

რომლებიც თავსებადია TCP/IP პროტოკოლებთან. ამ მოწყობილობის

ზოგიერთ ფუნქციას, როგორიცაამულტიმედიური მიმოწერა (MMS),

დათვალიერება, ელ.ფოსტის პროგრამა, სჭირდება ქსელის მხარდაჭერა ამ

ტექნოლოგიების გამოსაყენებლად.