
წვდომის კოდები
დამცავი კოდი ტელეფონს იცავს უნებართვო გამოყენებისგან. შეგიძლიათ
შექმნათ და შეცვალოთ კოდი და აირჩიოთ, რომ ტელეფონმა მოითხოვოს იგი.
საიდუმლოდ შეინახეთ კოდი უსაფრთხო ადგილზე, ტელეფონისგან
მოშორებით. თუ დაგავიწყდათ კოდი და ტელეფონი დაბლოკილი გაქვთ,
თქვენს ტელეფონს მომსახურება დასჭირდება, რისთვისაც შეიძლება
დამატებითი გადასახადი იყოს დაწესებული. დამატებითი ინფორმაციის
მისაღებად, დაუკავშირდით Nokia Care სერვის-ცენტრს ან თქვენი ტელეფონის
დილერს.
PIN კოდი, რომელიც ახლავს SIM ბარათს, მას იცავს უნებართვო
გამოყენებისგან. PIN2 კოდი, რომელიც ახლავს ზოგიერთ SIM ბარათს, საჭიროა
გარკვეული მომსახურებების მისაღებად. თუ PIN ან PIN2 კოდს ზედიზედ
სამჯერ შეიყვანთ შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK ან PUK2 კოდს. თუ
ისინი არ გაქვთ, დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.
PIN მოდული საჭიროა თქვენი SIM ბარათის უსაფრთხოების მოდულში
ინფორმაციაზე წვდომისთვის. PIN ხელმოწერა შეიძლება საჭირო იყოს
ციფრული ხელმოწერისთვის. ზარების დაბლოკვის სერვისის გამოსაყენებლად
დაგჭირდებათ დაბლოკვის პაროლი.
ზოგადი ინფორმაცია
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
8

წვდომის კოდებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამოყენების ფორმის
შესარჩევად აირჩიეთ მენიუ > პარამეტრ > უსაფრთხ.