Nokia 2680 slide - კონტაქტები

background image

7. კონტაქტები

აირჩიეთ მენიუ > კონტაქტები.
სახელები და ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონისა და SIM

ბარათის მეხსიერებებში. ტელეფონის მეხსიერებაში შეგიძლიათ შეინახოთ

კონტაქტები ნომრებითა და ტექსტებით. SIM ბარათის მეხსიერებაში

შენახული სახელები და ნომრები აღნიშნულია ნიშნით

.

კონტაქტის დასამატებლად აირჩიეთ სახელები > ოფცია > ახ. კონტ. დამატ.

კონტაქტზე ინფორმაციის დასამატებლად დარწმუნდით, რომ

მეხსიერებისთვის გამოყენებულია ტელეფონი, ან ტელეფონი და SIM. აირჩიეთ

სახელები, გადადით სახელზე და აირჩიეთ დეტალ > ოფცია > დეტალების

დამ..
კონტაქტის მოსაძებნად აირჩიეთ სახელები და დაათვალიერეთ კონტაქტების

სია, ან მოსაძებნად ჩაწერეთ სახელის პირველი ასოები.
ტელეფონისა და SIM ბარათის მეხსიერებებს შორის კონტაქტების

გადასაწერად აირჩიეთ სახელები, გადადით კონტაქტზე და აირჩიეთ ოფცია >

კონტ. კოპირება. SIM ბარათის მეხსიერებაში თითოეული სახელისთვის

მხოლოდ ერთი ნომრის შენახვა შეგიძლიათ.
კონტაქტებისთვის SIM ბარათის ან ტელეფონის მეხსიერების ასარჩევად,

კონტაქტებში სახელებისა და ნომრების ჩვენების ფორმის შესარჩევად და

კონტაქტებისთვის გამოყენებული და დარჩენილი მეხსიერების სანახავად

აირჩიეთ პარამეტრ.
თავსებადი მოწყობილობით, რომელსაც აქვს vCard სტანდარტის მხარდაჭერა,

შეგიძლიათ სავიზიტო ბარათის ფორმით გაგზავნოთ და მიიღოთ პიროვნების

საკონტაქტო ინფორმაცია. სავიზიტო ბარათის გასაგზავნად აირჩიეთ სახელები,

მოძებნეთ კონტაქტი, რომლის ინფორმაციის გაგზავნაც გსურთ და აირჩიეთ

დეტალ > ოფცია > სავიზ.ბარ.გაგზ.