
FM რადიო
FM რადიო დამოკიდებულია ანტენაზე, რომელიც განსხვავდება უკაბელო
მოწყობილობის ანტენისაგან. FM რადიოს ნორმალური
ფუნქციონირებისათვის საჭიროა მოწყობილობას მიუერთოთ თავსებადი
გარნიტურა ან დამატებითი ტექნიკური მოწყობილობა.
გაფრთხილება: მუსიკას მოუსმინეთ ხმის საშუალო სიმაღლეზე.
მუდმივად მაღალ ხმაზე მოსმენამ შეიძლება დაგიქვეითოთ სმენა. როდესაც
დინამიკს იყენებთ, არ დაიჭიროთ აპარატი ყურთან ახლოს, რადგან ხმა
შეიძლება ძალიან მაღალი იყოს.
აირჩიეთ მენიუ > მედია > რადიო, ან მოცდის რეჟიმში ხანგრძლივად
დააჭირეთ ღილაკს *.
თუ უკვე შეინახეთ რადიო სადგურები, გადაახვიეთ მარცხნივ ან მარჯვნივ
სადგურებს შორის გადასასვლელად, ან დააჭირეთ მეხსიერებაში
განთავსებულ სასურველი სადგურის შესაბამისი ნომრის ღილაკს.
მედია
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
25

მეზობელი სადგურის მოსაძებნად, ხანგრძლივად დააჭირეთ მარჯვნივ ან
მარცხნივ გადახვევის ღილაკს.
მოძებნილი სადგურის შესანახად აირჩიეთ ოფცია > სადგურის შენახ.
ხმის სიმაღლის დასარეგულირებლად, გადაახვიეთ ზევით ან ქვევით.
ფონზე ჩართული რადიოს დასატოვებლად დააჭირეთ დასრულების ღილაკს.
რადიოს გამოსართავად ხანგრძლივად დააჭირეთ დასრულების ღილაკს.