Nokia 2680 slide - მოვლა და ტექნიკური მომსახურება

background image

მოვლა და ტექნიკური მომსახურება

თქვენი მოწყობილობა წარმოადგენს უმაღლესი დიზაინის მქონე და

ოსტატურად დამუშავებულ პროდუქტს, რასაც ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.

შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ საგარანტიო პირობების დაცვაში.

მოვლა და ტექნიკური მომსახურება

© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

33

background image

● არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული ნალექი, სინესტე და ყველა

სახის სითხე თუ ნესტი შეიძლება შეიცავდეს მინერალებს, რომლებიც

იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას. თუ მოწყობილობა დაგისველდათ,

მოხსენით კვების ელემენტი და ხელახლა გაუკეთეთ, მას შემდეგ რაც

აპარატი მთლიანად გაშრება.

● არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა მტვრიან და ჭუჭყიან

ადგილებში. მისი მოძრავი ნაწილები და ელექტრონული კომპონენტები

შეიძლება დაზიანდეს.

● არ შეინახოთ მოწყობილობა ცხელ ადგილზე. მაღალმა ტემპერატურამ

შეიძლება გამოიწვიოს ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის

ხანგრძლივობის შემცირება, კვების ელემენტის დაზიანება და ზოგიერთი

პლასტმასის ნაწილის დეფორმაცია და დნობა.

● არ შეინახოთ მოწყობილობა ცივ ადგილზე. როდესაც აპარატს

დაუბრუნდება მისთვის ნორმალური ტემპერატურა, მოწყობილობის

შიგნით შეიძლება გაჩნდეს ნესტი და დააზიანოს ელექტრონული სქემის

დაფები.

● არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა, წინამდებარე სახელმძღვანელოში

მოცემული ინსტრუქციის დაუცველად.

● არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ მოწყობილობა. უხეში

მოპყრობით შეიძლება დაზიანდეს ელექტროსქემის დაფა და ფაქიზი

მექანიზმები.

● მოწყობილობის გასასუფთავებლად არ გამოიყენოთ უხეში ქიმიკატები,

გამწმენდი ხსნარები, ან ძლიერი სარეცხი საშუალებები.

● არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა შეიძლება გაჭედოს მოძრავი

ნაწილები და ხელი შეუშალოს გამართულ მუშაობას.

● გამოიყენეთ რბილი, სუფთა, მშრალი ნაჭერი ნებისმიერი ლინზის

გასასუფთავებლად, როგორიცაა ფოტოაპარატის, დისტანციური

გადამცემისა და ფოტოგადამცემის ლინზები.

● გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული, ან ნებადართული შემცვლელი ანტენა.

ნებადაურთავი ანტენების, მოდიფიკაციების, ან დამატებების გამოყენებით

შეიძლება დაზიანდეს მოწყობილობა და დაირღვეს რადიომოწყობილობების

გამოყენების შესახებ დებულებები.

● დამტენი გამოიყენეთ შენობაში.
● ყოველთვის დაარეზერვეთ მონაცემები, რომელთა შენახვაც გსურთ,

მაგალითად, კონტაქტები და კალენდარული შენიშვნები.

● ოპტიმალური მუშაობისთვის მოწყობილობის დროდადრო გადატვირთვის

მიზნით, გამორთეთ აპარატი და მოხსენით კვების ბლოკი.

ეს რჩევები თანაბრად ეხება მოწყობილობას, კვების ელემენტს, დამტენს და

ნებისმიერ სხვა დამატებას. თუ რომელიმე მოწყობილობა არ მუშაობს

გამართულად, მიმართეთ უახლოეს ოფიციალურ მომსახურების პუნქტს.

მოვლა და ტექნიკური მომსახურება

© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

34