Nokia 2680 slide - გადაგდება

background image

გადაგდება

გადახაზული ურნის სიმბოლო თქვენს პროდუქტზე, დოკუმენტებზე, ან

შეფუთვაზე გახსენებთ, რომ ევროკავშირში ყველა ელექტრო და

ელექტრონული პროდუქტის, კვების ელემენტებისა და

აკუმულატორების შეგროვება უნდა მოხდეს ცალკე, მათი მწყობრიდან

გამოსვლის შემდეგ. ეს მოთხოვნა ეხება ევროკავშირს და იმ ადგილებს, სადაც

შესაძლებელია ნარჩენების ამგვარი დახარისხება. ეს პროდუქტები არ

გადაყაროთ, როგორც ქალაქის დაუხარისხებელი ნარჩენები.
ნარჩენების დახარისხებით თქვენ ხელს უშლით ნარჩენების უკონტროლოდ

გადაყრას და ხელს უწყობთ რესურსების მეორად გამოყენებას.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ პროდუქტის

გამყიდველისგან, ეროვნულ წარმოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციისაგან,

ან Nokia-ს ადგილობრივი წარმომადგენლობისგან. პროდუქტის ეკო-

დეკლარაციის ან მოძველებული პროდუქტის დაბრუნების შესახებ იხილეთ

თქვენი ქვეყნის შესაბამისი ინფორმაცია ვებ-საიტზე www.nokia.com.

დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების

შესახებ

მცირეწლოვანი ბავშვები

მოწყობილობას და მის დანამატებს შეიძლება ჰქონდეს მცირე ზომის

ნაწილები. შეინახეთ ისინი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ

ადგილზე.

მუშაობის პირობები

ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს რადიოსიხშირის მიმართ მოთხოვნებს,

როდესაც მისი გამოყენება ხდება ნორმალურ პოზიციაში, ყურზე მიდებით, ან

როდესაც იმყოფება სხეულიდან მინიმუმ 2,2 სანტიმეტრი (7/8 დიუმი)

მანძილზე. როდესაც ჩანთაში დებთ, ქამარზე იმაგრებთ, ან ბუდეს იყენებთ

აპარატის სხეულთან ახლოს სატარებლად, იგი არ უნდა შეიცავდეს მეტალს და

აპარატი თქვენგან დაშორებული უნდა იყოს ზემოთ ნახსენები დისტანციით.
მონაცემთა ფაილების ან წერილების გადასაცემად მოწყობილობას სჭირდება

მაღალი ხარისხის კავშირი ქსელთან. ზოგ შემთხვევაში, მონაცემთა ფაილების

ან წერილების გადაგზავნა შეიძლება გადაიდოს, სანამ არ იქნება შესაძლებელი

ამგვარი კავშირის განხორციელება. დარწმუნდით, რომ დაცულია ზემოთ

მოცემული დისტანცია, სანამ არ დასრულდება ინფორმაციის გადაცემის

პროცესი.
მოწყობილობის ნაწილები მაგნიტურია. აპარატმა შეიძლება მიიზიდოს

მეტალის საგნები. არ მოათავსოთ საკრედიტო ბარათი ან ინფორმაციის სხვა

მაგნიტური მატარებელი მოწყობილობასთან ახლოს, რადგან შეიძლება

წაიშალოს მათზე შენახული ინფორმაცია.