Nokia 2680 slide - Bluetooth უკაბელო ტექნოლოგია

background image

Bluetooth უკაბელო ტექნოლოგია

Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენებით შეგიძლიათ რადიო ტალღების

საშუალებით დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონი შესაბამის Bluetooth

მოწყობილობას 10 მეტრის (32 ფუტი) მანძილზე.
მოწყობილობა აკმაყოფილებს სპეციფიკაციებს Bluetooth Specification 2.0 +

EDR, რომელსაც აქვს შემდეგი პროფილების მხაერდაჭერა: 2.0 + EDRსაერთო

წვდომა, ქსელის წვდომა, კონტროლი, სასმენი, გარნიტურა, ობიექტის

მიწოდება, ფაილების გადაგზავნა, dial-up ქსელი, SIM წვდომა და სერიული

პორტი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას Bluetooth

ტექნოლოგიასთან თავსებადი მოწყობილობების ნორმალური მუშაობა

ერთმანეთთან, გამოიყენეთ Nokia-ს კონკრეტული მოდელისთვის დაშვებული

მოწყობილობები. გადაამოწმეთ სხვა მოწყობილობის მწარმოებელთან და

დაადგინეთ, არის თუ არა იგი თავსებადი თქვენს აპარატთან.

პარამეტრები

© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

21

background image

Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენება მოითხოვს მეტ ენერგიას, რაც ამცირებს

კვების ელემენტის მუშაობის ხანგძლივობას.

Bluetooth კავშირის დამყარება

შეარჩიეთ მენიუ > პარამეტრ > დაკავში-რება > Bluetooth და შეასრულეთ

შემდეგი ნაბიჯები:
1. აირჩიეთ ჩემი ტელ სახელი და შეიტანეთ სახელი თქვენი ტელეფონისთვის.
2. Bluetooth კავშირის გასააქტიურებლად აირჩიეთ Bluetooth > ჩართ.

მიანიშნებს რომ Bluetooth გააქტიურებულია.

3. ტელეფონის აუდიო გამაძლიერებელთან შესაერთებლად, აირჩიეთ აუდიო

აქსესუართან შეერთება და მოწყბილობა , რომელსაც გსურთ შეუერთოთ.

4. იმისათვის რომ თქვენი ტელეფონი დააწყვილოთ რომელიმე Bluetooth

მოწყობილობასთან ზონაში, აირჩიეთ დაწყვილებული მოწყობილობები >

მოწყ დამატებ.
გადაახვიეთ მოძებნილ მოწყობილობაზე და შეარჩიეთ დამატ..
ტელეფონში შეიყვანეთ პაროლ-კოდი (16 სიმბოლომდე) და დართეთ სხვა

Bluetooth მოწყობილობასთან დაკავშირების ნება.

თუ შიშობთ, რომ კავშირი უსაფრთხო არ იქნება, გამორთეთ Bluetooth ფუნქცია,

ან ჩემი ტელ დანახვა პარამეტრისთვის შეარჩიეთ დაფარული. Bluetooth

კავშირის ნება მხოლოდ მათ მიეცით, ვისაც ენდობით.
კომპიუტერის დაკავშირება ინტერნეტთან
გამოიყენეთ Bluetooth ტექნოლოგია და დაუკავშირეთ თავსებადი კომპიუტერი

ინტერნეტს, PC Suite პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. თქვენი

ტელეფონი უნდა გაააქტიუროს სერვისის პროვაიდერმა , რომელიც

უზრუნველყოფს ინტერნეტ კავშირს, ხოლო თქვენს კომპიუტერს უნდა

შეეძლოს Bluetooth პერსონალურ ადგილობრივ ქსელთან (PAN) კავშირის

განხორციელება. ქსელზე წვდომის წერტილთან (NAP) ტელეფონის

დაკავშირებისა და ტელეფონის კომპიუტერთან დაწყვილების შემდეგ, თქვენი

ტელეფონი ავტომატურად გახსნის პაკეტ მონაცემთა კავშირს ინტერნეტთან.